განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება სკოლებში, ოპოზიციის აქტივისტების ვიზიტებს

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება სკოლებში, ოპოზიციის აქტივისტების ვიზიტებს, რომლებიც ბავშვებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აიძულებენ.
“ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის. მსგავსი ქმედება არღვევს არასრულწლოვანთა ზოგადი განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას და ქმნის ნიადაგს ძალადობრივი გარემოსთვის.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლებში შეუფერხებლად წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და დაცული იყოს თითოეული ბავშვის უსაფრთხოება, უფლებები და ინტერესები.
ჩვენთვის ყველა მოსწავლე თანაბრად მნიშვნელოვანია. მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.
ბავშვის უფლებათა დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს მისი საუკეთესო ინტერესის უპირატესად გათვალისწინება წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპი ყველა პირს ავალდებულებს, დაიცვას ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, მისი განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები. ჩვენი ვალდებულებაა, ბავშვებმა განათლება მიიღონ უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში, სადაც ისინი არ დაექვემდებარებიან რაიმე ფორმის ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
სწორედ ამიტომ, თითოეული ბავშვის უფლებათა ეფექტიანი დაცვის და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მოგიწოდებთ ყველას: ნუ დაარღვევთ მოსწავლეთა უფლებებს, ნუ შეუშლით ხელს სკოლების ფუნქციონირებას და საგაკვეთილო პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვას.”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, რათა საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს

ყველამ კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, საარჩევნო რეჟიმია და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა