საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ხვდებიან.
შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.
მანამდე, მიმდინარე კვირაში, ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას შეხვდნენ.
სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტების რექტორებსა და განათლების მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აღნიშნული შეხვედრის პარალელურად, განათლების სამინისტროს შენობასთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.




