განათლების საერთაშორისო გამოფენას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია – პროექტის მხარდამჭერია “საქართველოს ბანკი”

” მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით და ბანკის მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„საქართველოს ბანის“ ინფორმაციით, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, გასცნობოდნენ ინფორმაციას სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, მიეღოთ პასუხები საერთაშორისო სტიპენდიებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, AIESEC, და სხვა.).
„საქართველოს ბანკში“ გვჯერა, ახალგაზრდების და იმის, რომ ისინი ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ როლს განათლება ასრულებს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.
განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის – Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით გაიმართა, საკუთარ თავში მოიაზრებს შესაძლებლობას ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ ამომწურავ ინფორმაციას უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესახებ და მიიღონ პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე. გვახარებს ღონისძიებისადმი ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი დიდი ინტერესი. ვიმედოვნებთ, რომ განათლების გამოფენა პატარა წვლილს მაინც შეიტანს მათი მიზნების განხორციელების პროცესში“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, “საქართველოს ბანკის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“