განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც განათლების მინისტრმა გახსნა.
გიორგი ამილახვარმა სტუმრებს სიტყვით მიმართა, კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და, სტუდენტების მხარდაჭერის კუთხით, ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს მიერ დაფუძნდა.
უწყების ხელმძღვანელმა, სპეციალური პრიზები გადასცა საქართველოში საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ჩინეთისა და უნგრეთის საელჩოებს 2023 წელს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. წარმატებულ კურსდამთავრებულს ბარბარე ყიფიანის სახელობის პრემია გადაეცა.
2014-2023 წლების განმავლობაში, სტუდენტებისთვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 42 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2023 წელს, საზღვარგარეთ განათლების მიღების მიზნით, 200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაფინანსდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი