განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს – ბაია კვიციანი, გიორგი მოდებაძე და ანა მღებრიშვილი

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს: ბაია კვიციანი, გიორგი მოდებაძე და ანა მღებრიშვილი. შესაბამის ბრძანებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 ნოემბერს მოაწერა.

ბაია კვიციანი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი იყო. ბაია კვიციანი 2010-2011 წლებში თბილისის მე-9 საჯარო სკოლა, ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი იყო, ამავე წლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გარდა ამისა, 2016 წელს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისში”, ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი იყო.

ცნობისთვის, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 5-დან 6-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში