განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს: ბაია კვიციანი, გიორგი მოდებაძე და ანა მღებრიშვილი. შესაბამის ბრძანებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა მ 14 ნოემბერს მოაწერა.
ბაია კვიციანი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი იყო. ბაია კვიციანი 2010-2011 წლებში თბილისის მე-9 საჯარო სკოლა, ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი იყო, ამავე წლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გარდა ამისა, 2016 წელს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისში”, ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი იყო.
ცნობისთვის, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 5-დან 6-მდე გაიზარდა.
სამინისტროს ვებგვერდზე მოადგილეების ვინაობა ჯერჯერობით არ იძებნება და შესაბამის განყოფილებაში წერია, რომ გვერდი რედაქტორების პროცესშია. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე კი გამოქვეყნებულია პრემიერის ბრძანებები, რომ მინისტრის მოადგილეების პოსტზე ამ დრომდე დანიშნული იყვნენ: თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე.
განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტს ამჟამად ალექსანდრე წულაძე იკავებს.