რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილი კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია – აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ყაველაშვილის კანდიდატურა გუნდის მიერაა დასახელებული.
„მიხეილ ყაველაშვილი გუნდის მიერ დასახელდა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია. ის აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს“,- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.