განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გახდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი გივი მიქანაძე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გივი მიქანაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დასიღრმისეული აკადემიური განათლება.
„ორი სიტყვა მინდა ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიურიგანათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართოგამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის, წლების განმავლობაში, იყო -ს აკადემიის ლექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში, მთელი წლების განმავლობაში და არისარაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა დაახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი მ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე წულაძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებისთაობაზე. მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროში, რასთანდაკავშირებითაც, რამდენიმე დღის წინ, დეტალური ანგარიში ჩავაბარეთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ალექსანდრე წულაძეს დამინდა, მას ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.