განათლების მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს

დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება-თითოეული თქვენგანი საკუთარ მომავალს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ქმნით. სწორედ ამიტომ, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის მიმართვაშია ნათქვამი.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, შრომისმოყვარეობა დამიზანდასახულობა უმთავრესია.
„დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია. ყველა თქვენგანს წარმატებას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს გისურვებთ. მჯერა, ყველა გამოწვევას ღირსეულად დაძლევთ და შრომითა და მონდომებით თქვენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლებით.
ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, შრომისმოყვარეობა დამიზანდასახულობა უმთავრესია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭიერებით ახალ გამოწვევებს ფეხს ადვილად აუწყობთ. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი საკუთარ მომავალს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ქმნით. სწორედ ამიტომ, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ.გისურვებთ, ყოველმა ახალმა დღემ დაგაახლოოთ თქვენს მიზნებთან და ოცნებებთან. არ შეგეშინდეთ გამოწვევების, იყავით გაბედულები, რადგან სწორედ გაბედულები ქმნიან ისტორიას“,- აღნიშნა მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები