განათლების კრიზისი საქართველოში | PISA-ს კვლევის უმძიმესი შედეგები

განათლების უმძიმესი კრიზისი საქართველოში. ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ 15 წლის მოზარდებში წაკითხულის გააზრების მიხედვით ქვეყანა ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში. მოსწავლეთა შეფასების პროექტი ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობს – წაკითხულის შინაარსის გაგების გარდა ექსპერტები მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნარებსაც იკვლევენ და საქართველოში ამ მონაცემებითად დრამატული ვითარებაა.
ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებიც მონაცემებს გაეცნენ, კრიზისს განათლების სისტემის ჩავარდნას უკავშირებენ. მთავარ მიზეზად კი სახელდება სისტემა, რომელიც არ არის ორიენტირებული პედაგოგზე და შედეგად უხარისხო განათლებას იძლევა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი