განათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს

, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, მესამე წელია სტიპენდიების პროექტს ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში ბანკი  სტუდენტებს აძლევს  შესაძლებლობას,  22 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

საქართველოს ბანკის სტიპენდიატების გამოვლენა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება:

  • სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს;
  • სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით;
  • სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან კონკრეტული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად;
  • თითო უნივერსიტეტიდან ყოველწლიურად დაფინანსდება მინიმუმ 5 სტუდენტი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge