განათლების გზაზე არ გაჩერდე – გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად

განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ავლენს. ბანკი შერჩეულ სტუდენტს ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 34-ი სტიპენდიატი. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში, გაემგზავრე დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად და განათლების გზაზე არ გაჩერდე. 2026-2027 წლის პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან. დღესდღეობით ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდსcsr.bog.ge