ქართული ოცნების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძე იქნება.
მისი წარდგენისას ირაკლი კობახიძემ განათლების ყოფილ მინისტრს, ალეწსანდრე წულაძეს “გაწეული საქმიანობისთვის” მადლობა გადაუხადა.
მიქანაძის თქმით, იგი მზადაა კობახიძის მიერ გამოთქმული ნდობა “საზოგადოებასა და ქვეყნის ინტერესებს მოახმაროს.”
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის, როგორც მინისტრის რანგში. ის მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში იქნება. იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივი ნიშნით უმაღლესი რანგით იყოს აღნიშნული.
მაქსიმალური მზაობა მაქვს, რომ ნდობა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოვახმარო და დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა”, – განაცხადა მიქანაძემ
