“გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა, აჟიოტაჟი ხელოვნური იყო” – კობახიძე ევროკომისიის მიერ უცხოური აგენტების შესახებ მომზადებული პროექტის წარდგენაზე

ევროკომისია, 12 დეკემბერს, უცხოური აგენტების შესახებ მომზადებულ პროექტს გაასაჯაროებს და განსახილველად წარადგენს.
კომისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის დემოკრატიის პაკეტი უნდა მოიცავდეს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და პროექტი მიზნად ისახავს ევროპის დემოკრატიის დაცვას ფონდების გამჭვირვალობაზე ვალდებულებების დაწესებით ან მესამე ქვეყნის მითითებებით ორგანიზაციებზე, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე.
ევროკომისიის პროექტთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს გამოცემა “ეუროაქტივი”. ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” დირექტორის მოადგილე, ნიკ აიოსამი აცხაებს, რომ სამოქალაქო ჯგუფებს აქვთ შიში, რომ, ამ კანონით, ევროკავშირი რისკავს ბლოკის კანონის დარღვევას.
შეფასებები გაკეთდა თბილისში, პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე თვის წინ, საქართველოში ინიციირებული, მსგავსი შინაარსის კანონპროექტი გაიხსენეს, რომელსაც თბილისში აქციები მოჰყვა.
მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს, ჯანსაღი მიზნები ჰქონდა.
მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, “ქართული ოცნება” არც მომავალში აპირებს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს მიუბრუნდეს.
“აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ხელოვნური იყო. ერთადერთი რამ, რასაც საქართველოში ითვალისწინებდა ეს კანონი, იყო ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ფინანსური საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში. უამრავი ფაქტი ნახა საზოგადოებამ, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებოდა ექსტრემისტული ღონისძიებები, კონკრეტული ორგანიზაციების ექსტრემისტული საქმიანობა და, რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არავის სურდა. სინამდვილეში, კანონპროექტს აბსოლუტურად ჯანსაღი მიზნები ჰქონდა. ის, რომ ახლა ევროკომისია განიხილავს ანალოგიურ კანონპროექტს, თანაც პირდაპირ აგენტების კანონპროექტი ჰქვია დოკუმენტს, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან შექმნილი აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნური იყო.
ადამიანებს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, წაკითხული არ ჰქონდათ კანონი, ისე აპროტესტებდნენ და ხელოვნური აჟიოტაჟი შექმნეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ინტერესებში შედიოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები როცა გამჭვირვალე ხდება, პირველ რიგში, ეს არის საზოგადოებისთვის. საზოგადოება ხედავს, მაგალითად, ვინ აფინანსებს კარგ საქმეს ან ცუდ საქმეს საქართველოში და ამის მიხედვით გამოაქვს დასკვნები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუ მათ დონორებთან დაკავშირებით. ეს იყო კეთილშობილური საქმე, თუმცა ატყდა ხელოვნური აჟიოტაჟი, მოატყუეს ხალხი, მათ შორის, სამწუხაროდ, კონკრეტული, მადლობა ღმერთს, ყოფილი დიპლომატები იყვნენ ჩართული საზოგადოების მოტყუებაში. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, რასაც ჩვენ ანგარიში გავუწიეთ. ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ, ამ კანონპროექტს მივუბრუნდეთ, მაგრამ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა. მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას”, – განაცხადა მ.