გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე რბილი კანონია, რაც კი არსებობს მსგავსი კანონები მსოფლიოში – გამჭვირვალობის ამაზე დაბალი სტანდარტი არც ერთ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს! კანონი ასევე რბილია იმ რეაგირების მხრივ, რაც სახელმწიფოს ექნება, თუ კანონს არ შეასრულებენ, – ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასება, რომლის ხელმოწერითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მისი არშესრულების შემთხვევაში მხოლოდ ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებს, სხვაგან არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ორგანიზაციის ლიკვიდაცია და სავალდებულო ტესტირება.