„გამჭვირვალობის კანონში“ საუბარი არ არის რაიმეს შეზღუდვაზე, საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, მაგრამ იყო უზარმაზარი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ზოგს სურდა ამ ქვეყანაში რევოლუციების დაფინანსება ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე

„გამჭვირვალობის კანონში“ საუბარი არ არის რაიმეს შეზღუდვაზე, საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, მაგრამ იყო უზარმაზარი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ზოგს სურდა ამ ქვეყანაში რევოლუციების დაფინანსება ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე
„გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ძალიან მარტივია.
ერთადერთი ვალდებულება, რაც ამ კანონში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არის წლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენა იუსტიციის სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონში საუბარი არ არის რაიმეს შეზღუდვაზე.
„კანონში არის უბრალოდ ადმინისტრაციული ჯარიმები, მხოლოდ ფინანსური ჯარიმები, რომლებიც დაწესებულია ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. საუბარი არ არის რაიმე შეზღუდვაზე, ამიტომ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ არსებობს.
საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე. ზოგჯერ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ.
ეს არც კი არის კანონი რევოლუციების წინააღმდეგ. თუ ვინმეს უცხოეთიდან სურს საქართველოში რევოლუციის მოწყობა, კიბატონო, მაგრამ გთხოვთ, გახადოთ ეს გამჭვირვალე ქართული საზოგადოებისთვის.
როცა ვინმე აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოეთიდან და როცა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ არიან ჩართულნი ქართულ პოლიტიკაში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად, შესაბამისი ფონდები უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. ეს არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ და რაც ასახული გვაქვს კანონში გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ იყო უზარმაზარი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ზოგს სურდა ამ ქვეყანაში რევოლუციების დაფინანსება ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას