„გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი, არამედ აუცილებელი იყო, ტრამპის გადაწყვეტილებასაც ეძახონ ახლა რუსული

„გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი, ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, 90 დღით შეაჩეროს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა. მდინარაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ, ამ გადაწყვეტილების გავლენით, შესაძლოა, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ იყოს საჭირო.
„ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას, რომ შეიძლება, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ამით ისიც დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველივე გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს. პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები