გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ
ბიზნესმენი, კომპანია “ბლოქსის” დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე უერთდება თავის კოლეგებს და ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა – გაატარა დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყო უსაფრთხოება და გაზარდა ეკონომიკა. ხოლო, რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს, კვაჭაძეს თქმით, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში.
„მოგესალმებით მეგობრებო! მსურს როგორც ბიზნესმენი და კომპანია “ბლოქსის” დამფუძნებელი მეც შევუერთდე კოლეგებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და სოლიდარობა გამოვხატო თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართ. ევროპული ოჯახი წევრობა და ევროპული ღირებულებები ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მომავალია, რომელიც გვაერთიანებს. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა – გაატარა დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყო უსაფრთხოება და გაზარდა ეკონომიკა.
ეს აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რისთვისაც საქართველომ არაერთი დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო. მჯერა, ჩვენი ქვეყანა – ხალხი და ხელისუფლება გააგრძელებს წინსვლას ამ გზაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი! რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს – გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ეს ვნებათაღელვაც ჩაივლის. საკამათო ბევრი საკითხია ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა ქვეყანა და სამშობლო ერთია და მას უნდა გავუფრთხილდეთ. ლაშა კვაჭაძე კომპანია “ბლოქსი”-ს დამფუძნებელი“-წერს ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე.
Next: თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გაყიდა მამული, ენა, სარწმუნოება – ავთანდილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს