გამსახურდია: ვერ არევთ, არ გამოგივათ!

გიორგი გამსახურდია ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არეულობის შესახებ X-ზე წერს. გამსახურდიას ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილ აქციაზე „მავნებელი ქალის [სალომე ზურაბიშვილის] თაოსნობით არეულობას აპირებენ“. გამსახურდია წერს, რომ ვერაფერს არევენ, არაფერი გამოუვათ.

„როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ხვალ პუტჩისტების სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები, პუტჩის “გამპრავებელი” მავნებელი ქალის თაოსნობით, არეულობას აპირებენო. ალბათ დამკვეთებმაც უთხრეს 22 რიცხვი და თვითონაც მოაწვათ ნოსტალგია, მათ მოერ შექმნილ ბნელ წარსულზე. ვერ არევთ, არ გამოგივათ!“- წერს გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…