გამოხმაურებები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორებისგან ვიღებთ, მეტყველებს იმაზე, რომ თანმიმდევრულად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რათა საბოლოო წევრობა ძალიან მალე იყოს ხელშესახები – ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დადებითი შეფასებები საქართველოს ხელისუფლების გაწეული სამუშაოს შედეგია.
“ის, რომ დღეს კითხვები არ არსებობს საქართველოს მხრიდან კონკრეტულ და შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებთან მიმართებაში, ის, რომ საქართველო განუხრელად ახორციელებს ევროკავშირისა და ევროკომისიის რეფორმებსა და რეკომენდაციებს, არის იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაწია, რათა საქართველოს ჰქონოდა კონკრეტული შედეგები. ამ შედეგებზე დაყრდნობით, ის გამოხმაურებები, რომლებსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, მეტყველებს იმაზე, რომ თანმიმდევრულად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რომ საბოლოო წევრობა ძალიან მალე იყოს ხელშესახები”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იწყება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება. ის უკვე მართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს