გამოხატვის თავისუფლების დამატებით შეზღუდვის შემდეგ დემონსტრანტებს აფრთხილებს

სამინისტრო მოუწოდებს „აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს“, „არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება“.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ „მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.
სადავო პარლამენტმა 2 დღეში მიიღო ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომელსაც წუხელ, 16 ოქტომბერსვე, მოაწერა ხელი მიხეილ ყაველაშვილმა.
აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ს ხელმოწერის შემდეგ, კანონი გამოქვეყნდა “საკანონმდებლო მაცნეში” და ძალაშიც შევიდა.
უკვე მოქმედი ცვლილებებით, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარებისთვის;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის;
· გზის გადაკეტვისთვის.
2024 წლის 28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირს საღამოობით დემონსტრანტები კეტავენ. 4 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციებს „უკანონოს“ უწოდებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს