გამოწვევებზე სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციური სპექტრის კარნახის გარეშეც საუბრობს, მაგრამ მაინც გაკვირვებას იწვევს მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსის პარალელურად აპელირება გაზრდილ ფასებზე

გამოწვევებზე სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციური სპექტრის კარნახის გარეშეც საუბრობს, მაგრამ მაინც გაკვირვებას იწვევს მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსის პარალელურად აპელირება გაზრდილ ფასებზე
“ვირუსულმა ომმა მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია და საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა სწორი მენეჯმენტით, გარკვეულწილად მდგრადი პოზიცია შეინარჩუნა და ახლა მშვიდობისა და სწორი პოლიტიკის ფონზე ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პროგრესი, რაც სხვა მონაცემებთან ერთად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში გამოიხატება” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი .
მეგრელიშვილი არსებულ გამოწვევებზეც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ რჩება გამოწვევები, რომელზეც სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციური სპექტრის კარნახის გარეშეც საუბრობს და ამას ნამდვილად არაფერს მატებს ჭიჭე ვაშაძისნაირი ოროსანი პოლიტიკოსების პოლიტიკური სინქრონი, მაგრამ მაინც გაკვირვებას იწვევს მიმდინარე ომისა და პანდემიის ფონზე მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსის პარალელურად მისი აპელირება გაზრდილ ფასებზე, რომელსაც ქართულ ოცნებას აბრალებს და საკუთარ პოლიტიკურ ქულებს ითვლის.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა ში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვა, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა „სასურსათო ომი“ და „ნავთობის ომი“ უწოდეს.
აღნიშნული პროცესები დღემდე გრძელდება.
ნებისმიერი ტიპის საომარი ესკალაცია ნეგატიურად აისახება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ძირითადად მაღალი ინფლაციით, სავალუტო თუ ლოგისტიკური პრობლემებით გამოიხატება.
ეს მოქმედებს სხვა სახელმწიფოებზეც და სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველოა, მით უფრო მაშინ, როცა ამ
ომამდე მსოფლიომ სამწლიანი აქტიური პანდემიური პერიოდი გადაიტანა.
ვირუსულმა ომმა მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია და საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა სწორი მენეჯმენტით, გარკვეულწილად მდგრადი პოზიცია შეინარჩუნა და ახლა მშვიდობისა და სწორი პოლიტიკის ფონზე ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პროგრესი, რაც სხვა მონაცემებთან ერთად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში გამოიხატება.
რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები რომელზეც სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციური სპექტრის კარნახის გარეშეც საუბრობს და ამას ნამდვილად არაფერს მატებს ჭიჭე ვაშაძისნაირი ოროსანი პოლიტიკოსების პოლიტიკური სინქრონი, მაგრამ მაინც გაკვირვებას იწვევს მიმდინარე ომისა და პანდემიის ფონზე მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსის პარალელურად მისი აპელირება გაზრდილ ფასებზე, რომელსაც ქართულ ოცნებას აბრალებს და საკუთარ პოლიტიკურ ქულებს ითვლის.
მინაწერი: ბატონო ჭიჭე, თქვენთან პარტიაში დაიქირავეთ ერთი დარგის სპეციალისტი და ასეთ უხერხულ არაკვალიფიციურ განცხადებებს აღარ გააკეთებთ, არჩევნები მოდის და უხერხულია, თქვენს უმწიკვლო პოლიტიკურ იმიჯს ასე ნუ “გაისვრით”.-წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: (ჭიჭე) ვაშაძე ამფსონებთან ერთად კვლავ ამტკიცებს, რომ უაზროდ მოლაყბე პერსონაჟია – ოღონდ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე კანონპროექტზე დისკუსიას თავი აარიდონ და “ნაცები” წლევანდელ და 2012 წლის ფასებს ადარებენ

ასევე დაგაინტერესებთ