გამოძიების თანახმად, გავლენიანი გერმანელი ჟურნალისტი რუსეთისგან იღებდა ფულს

გავლენიანმა გერმანელმა ჟურნალისტმა ჰუბერტ ზაიპელმა – რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ინტერვიუ ჩამოართვა და მის შესახებ ორი წიგნი დაწერა – 600 000 ევრო მიიღო კომპანიებისგან, რომლებიც დაკავშირებულია პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქთან, დასავლეთის სანქციების სიაში შეყვანილ ალექსეი მორდაშოვთან, იუწყება ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება.
ზაიპელი გერმანიაში ცნობილია პუტინთან 2014 წლის ექსკლუზიური ინტერვიუთი, მას პუტინის შესახებ დოკუმენტური ფილმიც აქვს გადაღებული.
გამოძიება ერთობლივად ჩაატარეს გერმანიის მაუწყებელმა ZDF-მა, ჟურნალმა Der Spiegel-მა და გერმანიის საგამოძიებო მედიაორგანიზაცია Paper Trailer Media-მ. მათ დაასკვნეს, რომ ჟურნალისტური ჯილდოების მფლობელმა ზაიპელმა ნაწილ-ნაწილ მიიღო თანხა კვიპროსში განთავსებული, მორდაშოვთან დაკავშირებული კომპანიის შუამავლობით იმ ორი წიგნისთვის, რომლებიც, ბევრის აზრით, პუტინს დადებითად აღწერს.
ზაიპელმა ZDF-ს დაუდასტურა, რომ მიიღო “ფინანსური მხარდაჭერა მორდაშოვისგან”, თუმცა განაცხადა, რომ “ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია წიგნების შინაარსზე”. ზაიპელმა მიუთითა საკონტრაქტო ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, ავტორს “არ ეკისრება პასუხისმგებლობა წიგნის პროექტის სპონსორის წინაშე”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის