გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის – ლილუაშვილი კობახიძე-ვარჰეის სატელეფონო საუბარზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ევროკომისარი პრემიერს სატელეფონო საუბრისას დაემუქრა, გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.
გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, ვარჰეიმ ის უსაფრთხოების ზომების მისაღებად “მეგობრულად გააფრთხილა” და მსგავსი რჩევის გამოძიების პრეცედენტი სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს.
“პრემიერმა ბრძანა: მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომებიო. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი.
უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ანუ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
23 მაისს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მათი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილის კონტექსტიდან ამოგლეჯა მოხდა.
უნგრელი ევროკომისრის განცხადებით, მასსა და ს შორის საუბარი 23 მაისს შედგა:
„როგორც ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში რეგულარულ კავშირზე ვარ მთავრობების წარმომადგენლებთან, რამდენადაც საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. საქართველოში ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში დიდ ძალისხმევას ვწევ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადასარწმუნებლად მიიღონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას. ვიცი რა თუ რა ძლიერია ქართული საზოგადოების პრო-ევროპული მისწრაფება, სატელეფონო საუბრისას ჩავთვალე საჭიროდ პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმეპყრო იმის საჭიროებაზე, რომ არ მომხდარიყო ისედაც მყიფე სიტუაციის გაღვივება იმგვარი კანონის მიღებით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტი პოლიტიზება და შესაძლო უკონტროლო სიტუაცია თბილისის ქუჩებში. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე სლოვაკეთში მომხარი ტრაგიკული შემთხვევა, როგორც მაგალითი თუ საით მიჰყავს საზოგადოება ამგვარ პოლარიზაციას ევროპაშიც კი,“ — განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
უნგრელი ევროკომისრის განცხადებით, ის წუხს რომ სატელეფონო საუბრის ეს ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი და იმგვარად მიეწოდა საზოგადოებას, რამაც შესაძლოა სრულად არასწორად ინტერპრეტირება გამოიწვიოს სატელეფონო საუბრის თავდაპირველ მიზანთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე