გამოძიება: უნგრეთის მოქმედი პრერმიერ-მინისტრი ორბანი უნგრეთის ყველაზე ღარიბ რეგიონებში ხმებს მასობრივად ყიდულობს

უნგრეთის მოქმედი პრერმიერ-მინისტრი ორბანი უნგრეთის ყველაზე ღარიბ რეგიონებში ხმებს მასობრივად ყიდულობს. ამის შესახებ იუწყება “ხმის ფასის” მასშტაბური გამოძიება, რომელიც ექვსმა დამოუკიდებელმა უნგრულმა პროექტმა ერთობლივად ჩაატარა.
◾️ პარტიის წარმომადგენლები სოფლებში დადიან და ადგილობრივ მცხოვრებლებს თითო ხმის სანაცვლოდ 150-170 დოლარს სთავაზობენ.
◾️ ადგილობრივი მერები „სწორი“ ხმის სანაცვლოდ შეშას, მედიკამენტებს, ნახევარგანაკვეთურ სამუშაოსა და საარჩევნო უბნებამდე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან, ხოლო მათ, ვინც უარს ამბობს — ემუქრებიან.
◾️ კამპანია 600 000 ამომრჩეველს მოიცავს (უნგრეთის მთლიანი ელექტორატის დაახლოებით 10%).
◾️ ჟურნალისტებმა ინფორმაცია 14 სხვადასხვა თემიდან 60 ადამიანისგან შეაგროვეს, მათ შორის არიან რიგითი მოქალაქეები, ჩინოვნიკები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.
◾️ თავდაპირველად ჟურნალისტები მხოლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის მტკიცებულებების შეგროვებას ცდილობდნენ. გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ ეს არის მთელი სისტემა, რომელიც სოციალურად დაუცველი ფენების მოწყვლადობით სარგებლობს.
◾️ ერთ-ერთი დასახლების მცხოვრებლები, სადაც მერი შეთავსებით ადგილობრივ ექიმად მუშაობს, შიშობენ, რომ თუ პარტიას ხმას არ მისცემენ, მედიკამენტებს ვერ მიიღებენ.
◾️ სხვა სოფელში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ბოშათა (რომას) წარმომადგენელმა კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ხელისუფლება შვილების წართმევითა და თავშესაფარში გადაყვანით დაემუქრა.
◾️ მოსახლეობას ხმის სანაცვლოდ 150-170 დოლარს (50-60 ათასი ფორინტი) სთავაზობენ, მათთვის ეს სოლიდური თანხაა, რადგან, მაგალითად, ბავშვზე დახმარება 30-50 დოლარს შეადგენს.
◾️ წინა არჩევნებზე ამომრჩევლები უბნებზე მიკროავტობუსებით მიჰყავდათ. არსებობს პრაქტიკა, როდესაც ამომრჩევლებს წერა-კითხვის უცოდინრად თავის მოჩვენებას სთხოვენ. ასეთ შემთხვევაში ადამიანს „გამცილებელს“ უნიშნავენ, რომელიც თვალყურს ადევნებს, რომ ხმა „სწორად“ იყოს მიცემული.
◾️ რამდენიმე ადამიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდნენ ნარკოდამოკიდებულებს კრეკს, რომელიც ღარიბ დასახლებებშია გავრცელებული.
◾️ მმართველი პარტია მსგავს პრაქტიკას პირველად არ მიმართავს. სწორედ ამის წყალობით, წინა არჩევნებზე რიგ უბნებზე ორბანის „ფიდესმა“ ხმების 80-100%-იან მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წინა კამპანიები მიმდინარე მასშტაბებს ვერ შეედრება.