„გამოძიება საწყის ეტაპზეა, მოტივებზე ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ“ — ბაიდენი ტრამპზე თავდასხმაზე

აშშის პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა და საზოგადოებას მიმართა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპს ტელეოფნით ესაუბრა და მოხარულია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
ბაიდენის თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ყველა მხარეს მოუწოდა თავი შეიკაონ ნაადრევად თავდამსხმელის მოტივებსა და შესაძლო აფილაციაზე სპეკულაციებისგან:
„ყველას მოვუწოდებ გთხოვთ, არ გააკეთოთ ნაადრევი დასკვნები მის მოტივებსა და აფილაციაზე. მიეცით გამოძიების ფედერალურ ბიუროს თავიანთი საქმე გააკეთონ. განკარგულება გავეცი გამომძიებლებს ხელი მიუწვდებოდეთ ყველა რესურსზე, რაც შესაძლოა დასჭირდეთ“ — განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ გასცა ბრძანება უსაფრთხოების ზომებში შესაძლო ხარვეზებზე დამოუკიდებელი გამოძიება წარიმართოს. მისი თქმით, საიდუმლო სერვისს დაავალა ტრამპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთონ:
„საიდუმლო სამსახურის დირექტორს მივეცი განკარგულება განიხილოს უსაფრთხოების ყველა ზომა. დამოუკიდებელი გამოძიების შეფასებას ამერიკელ ხალხს გავუზიარებთ. ახლა უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერი“ — აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ოვალური კაბინეტი მომხდართანდაკავშირებით დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს.