გამოძიებამ დაადასტურა, რომ რუსეთის სარაკეტო ხომალდი “ციკლონი” სევასტოპოლში ჩაიძირა

საგამოძიებო ჯგუფის, Conflict Intelligence Team-ის (CIT) თანახმად, ს შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“. ის 19 მაისს ჩაიძირა უკრაინის არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
ფლოტმა ის ნახევარი წლის წინათ მიიღო.
სევასტოპოლის ნავმისადგომზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რუსეთის გემის ჩაძირვა გამომძიებლებმა დაასკვნეს ქალაქიდან მიღებულ ფოტოზე დაყრდნობით, რომელზეც წყალში მხოლოდ გემის ანძა მოჩანს. საცნობარო ფოტოებთან მისი შედარების შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ ანძა „ციკლონს“ ეკუთვნის.
CIT-ის მასალებშია არაფერია ნათქვამი, რა დაუზიანდა „ციკლონს და შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა. 21 მარტს უკრაინულმა პროექტმა „კიბერბოროშნომ“ თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოებზე აღმოაჩინა სამაშველო კატერი, რომელიც წყალქვეშა ტექნიკური სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი.
რუსეთის ფლოტს ხომალდის დაკარგვის ცნობა არ გაუვრცელებია.
„ციკლონი“ მცირე ზომის სარაკეტო ხომალდია, რუსეთის ფლოტში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე. ის აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და საარტილერიო დანადგარით. ეკიპაჟის შემადგენლობაში 39 მეზღვაურია.

ასევე დაგაინტერესებთ