ტაბულას ინფორმაციით, გამოძახებაზე მისული ქარელის პოლიციის უფროსისა და საპატრულო ჯგუფის მიმართულებით მამაკაცმა გაისროლა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის განიარაღება და დაკავება მოახერხეს.
“ყველაფერი ძალიან კარგად არის, კი მატყობთ, ნორმალურად ვარ, “ჯიგრულად”. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვერ გეტყვით. ყველანი გადავრჩით, კარგად ვართ, ჯანმრთელად ვართ, ღმერთის წყალობით. [ეჭვმიტანილი] დაკავებულია” – ამბობს ილია სააკაშვილი მთავარ არხთან.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 151-ე, 236-ე, და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებასა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.