გამოცხადდება აუქციონი, მონაწილეობის უფლება როგორც სხვას, ისე ანა გოგუაძესაც ექნება – კახა კალაძე „მზიურის“ კაფეზე

„ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერიამ სოციალური საწარმო „კაფე მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით საწარმოს დამფუძნებელს, ანა გოგუაძეს წინასწარ არ აცნობა“ , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ამოიწურა ორწლიანი ხელშეკრულების ვადა, რომლის შემდეგაც, კაფე აუქციონის წესით გასხვისდება.
„მე ანა გოგუაძისგან არ მომისმენია განცხადება, რომ მერიამ კაფეს გასხვისებასთან დაკავშირებით არ შეატყობინა. თქვენ იტყუებით უბრალოდ. „ფორმულა“, კეზერაშვილის ტელევიზია რომ მოიტყუება, ამაში სიახლე არაფერია. თავად ანა გოგუაძესაც ჰქონდა გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მან შეტყობინების სახით მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ორწლიანი ხელშეკრულების ვადა ამოწურულია. რაც შეეხება სოციალური საწარმოს სტატუსს, გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ კაფეს აღნიშნული სტატუსი შეუნარჩუნდება. გამოცხადდება აუქციონი, რომელში მონაწილეობის უფლება, რა თქმა უნდა, როგორც სხვას, ისე ანა გოგუაძესაც ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.