გამოცხადდა ახალი ინიციატივა უკრაინის დანგრეული ქალაქების აღსადგენად

ომის შედეგად დანგრეული უკრაინული ქალაქების აღდგენას ისახავს მიზნად -ის სახელმწიფო დეპარტამენტის და გერმანიის მარშალის ფონდი ახალი ინიციატივა Ukraine Cities Partnership(უკრაინის ქალაქების პარტნიორობა). მისი ამოცანაა სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობით, უკრაინელებს დაეხმარონ ქალაქების ხელახალ პროექტირებასა და ინკლუზიურ და მდგრად მშენებლობაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი და მარშალის ფონდი პროცესში ჩართავენ ექსპერტებს, ფინანსურ პარტნიორებს, ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და ფონდებს. ძალისხმევა კოორდინირებული იქნება უკრაინის მთავრობასა და ევროკავშირთან.
პირველ ეტაპზე სამი ქალაქის აღდგენის სამწლიანი ინიციატივა ოფიციალურად ამოქმედდება 2024 წლის ივნისიდან, ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებს მიეძღვნება. სავარაუდოდ, ამ კონფერენციაზე გამოცხადდება კონკრეტული სამი ქალაქიც.
ევროკომისიის, მსოფლიო ბანკის და გაეროს ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ს ომით უკვე გამოწვეული ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, უკრაინის აღსადგენად უახლოესი 10 წლის განმავლობაში საჭირო იქნება 486 მილიარდი აშშ დოლარი. ყველაზე დიდი წილი განადგურებულ საცხოვრებელ ფონდზე მოდის.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· ში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება