გამოცემა Welt – ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გარკვეული პირობების ფარგლებში, უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გარკვეული პირობების ფარგლებში, უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ჩინეთის მმართველ წრეებში დაადასტურეს მზადყოფნა, რომ უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტი განათავსონ.
ერთ-ერთმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა უკრაინაში სამშვიდობოები განათავსოს „თუ ეს გაერო-ს მანდატის საფუძველზე მოხდება“.
გამოცემა წერს, რომ ჩინეთის პოზიციამ ევროკავშირში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
„ერთი მხრივ, შეიძლება გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვამ უკრაინაში სამშვიდობოების განთავსების იდეის მხარდაჭერა გააძლიეროს. თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთი უკრაინაში ჯაშუშობით დაკავდება და ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად რუსეთის მხარეს დაიჭერს“, – წერს გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით