გამოცემა “Mainichi” იაპონიაში ქართული კერძის პოპულარობის შესახებ წერს

ცნობილი გამოცემა “Mainichi” იაპონიაში ქართული კერძის – “შქმერულის” პოპულარობის შესახებ წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ თვეში რესტორნების ქსელში მილიონ ულუფამდე “შქმერული” გაიყიდა, კერძის ასეთი პოპულარობა კი დიდწილად სოციალურ ქსელებში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას აქტიურობას უკავშირდება.
გამოცემასთან ინტერვიუში თეიმურაზ ლეჟავა აღნიშნავს, რომ „შქმერულის” პოპულარობამ იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდასაც შეუწყო ხელი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ქართული კერძის ცნობადობა გაიზარდა, აღნიშნული რესტორნების ქსელს არაერთი ქვეყნის ელჩმა მიმართა მათი სამზარეულოს კერძების შეტანის თხოვნით.