გამოცემა ELLE-ს ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებს, ქართულ სამზარეულოსა და თანამედროვე მოდის ტრენდებს.
მათივე ცნობით, ELLE-ს უნგრული რედაქცია ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მოდისა და კულტურის შესახებ ვრცელ სტატიას ამზადებს, რასაც გამოცემის მკითხველები გაეცნობიან როგორც ELLE-ვებ-გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”