გამოცემა Axios – ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით გეგმავს, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ

-ის პრეზიდენტი გეგმავს ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს არის ტრამპის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება, რადგან ის სულ უფრო იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.
„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატო-ში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა