გამოცემა “პუბლიკა” აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, გამოცემა “პუბლიკას” მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ციტატის დამახინჯებული ფორმით გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. კერძოდ, წილოსანის განცხადებით, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ავრცელებს. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში, მ, დასმული კითხვის საპასუხოდ, პირიქით, მხარი დაუჭირა ქალებს მათი უფლებების რეალიზებაში.
“ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” თავის ჩვეულ სტილში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, მორიგი ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები ვისაც რეალურად გაინტერესებთ შეგიძლიათ ლაივში მოუსმინოთ ს. ის დასმულ კითხვას პასუხობს, საუბრობს ხელოვნური განაყოფიერების თემაზე და ამ კონტექსტშიც, პირიქით აღიარებს ქალის უფლებებს და მხარს უჭერს მათი უფლების რეალიზებას. მორჩით ამ მდაბიო ფეიკებს, აღარ იყიდება.” – წერს ნინო წილოსანი.
Previous: ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება
Next: ასეთი პატარა ასაკის (11 წლის ბავშვებს) ადამიანებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებდა მხოლოდ ორი რეჟიმი – ბოლშევიკური და ფაშისტური

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს