“გამოცდილი მომლაპარაკებლებია” – ვინ უხელმძღვანელებს მოლაპარაკებების მეორე რაუნდს რუსეთიდან

-რუსეთს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსულ დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ.
· -ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა 24 მარტს ერ-რაიდში გაიმართება.
„ნამდვილად გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან, რომლებიც საერთაშორისო საკითხებში კარგად ერკვევიან“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
უშაკოვის ცნობითვე, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ბატონ უოლცთან შევთანხმდით, რომ კონსულტაციები პრეზიდენტების მიერ დანიშნულ ექსპერტებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩატარდება. კონსულტაციები კი ორშაბათს, 24 მარტს ერ-რიადში გაიმართება“, – განაცხადა უშაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა