გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი – გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს – ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აბიტურიენტებს მშვიდი გარემო დახვდეთ

გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს – ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურიენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან იმყოფება.
როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, 39 ათასი აბიტურიენტი 24 საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული.
„ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება. ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი გამოცდის დაწყებამდე, მითითებულ დროს გამოცხადდნენ, დაგვიანების გარეშე. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება“,- აღნიშნავს ნინო წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი