გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება

„გამოჩნდი!“ – ამ გზავნილით მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ამერიკაში პირველი მოტოციკლეტების მწარმოებელი ბრენდი „Indian Motorcycle“ საქართველოში ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. მისი მიზანი იმ ადამიანების „გამოჩენაა“, რომლებსაც მოტოციკლეტების სამყაროში გადმოსვლა და იმ განცდების გაზიარება სურთ, რასაც ინდივიდუალიზმი, თავგადასავალი და თავისუფლება ჰქვია.
გამოჩნდი! – კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლიც მოტოციკლისტებზეა, მათი ცხოვრების სტილსა და ფილოსოფიაზე, მათ საყვარელ ადგილებსა და თავგადასავლებზე.
„ინდიანის“ მოტოციკლეტებს საქართველოში „ ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია – „ავტო გალერი“ წარმოადგენს. უძველესი ამერიკული მოტომწარმოებლის შესახებ ვიდეორგოლი „ავტო გალერის“ მარკეტინგის გუნდმა კრეატიულ სააგენტო Quick-თან და ADHD production-თან ერთად გადაიღო.