“გამოჩნდა, რომ ბიძინას რეალურად თურმე სწორედ „კოლექტიური ნაცები“ ებრძვიან, „სუპერძალოვანი“ კი ბერლინიდან ანგრევს ქოცებს და „კოლექტიურ ნაცებს“ ერთდროულად” – დათო აბზიანიძე

ბლოგერი, დათო აბზიანიძე:

კი პოლიტიკურ იმპოტენტებს ვეძახდით ყველა (ჩემი ჩათვლით) ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მაგრამ ჩაჯდა ეს ხალხი ციხეში, დისიდენტობის გზა აირჩიეს და არამგონია ისეთი გულუბრყვილოები იყვნენ, რომ „7 თვეში“ თავისუფლები წარმოედგინოთ თავები. სანამ რუსები გვყავს ხელისუფლებაში, მათ მზის შუქს არავინ დაანახებს.
გარეთ დარჩენილმა ელენე ხოშტარიამ კი დღეს შიმშილობა დაიწყო რუსთაველზე და ამბობს, რომ საკუთარ სიცოცხლეს შეწირავს ქვეყნის გათავისუფლებას.
ირონიულია, მაგრამ უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ბიძინას რუსულ რეჟიმს რეალურად და ყველაზე დიდი თავდადებით თურმე სწორედ „კოლექტიური ნაცები“ ებრძვიან.
ბიძინას ყველაზე რბილი მაკრიტიკებელი „სუპერძალოვანი“ კი ბერლინიდან ანგრევს ქოცებს და „კოლექტიურ ნაცებს“ ერთდროულად.
საერთოდ არ ვითხოვ მე ემიგრანტი გახარიასგან იგივე გმირობას, რაც დანარჩენი სამი პარტიის ლიდერებმა გაბედეს, უბრალოდ ბოლის გამოშვებას მოეშვას და ისევ ზედმეტი ქაოსი არ შემოიტანოს თავისი „ორ სკამზე მჯდომი“ განცხადებებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“