გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირად არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად გამოიყენებოდა – ირაკლი კობახიძე

გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირად არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად გამოიყენებოდა –
გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად, რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისა და პირადად პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა -ის პრეზიდენტის ს მიერ აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.
„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იმაზე, რომ არამარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომლებიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის გარედან, არამედ აქ საუბარი იყო ხშირ შემთხვევაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, რაც ხელის გულზე დევს. რეალურად თქვენ ნახეთ, რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი მცდელობა, ოთხი ჩავარდნილი მცდელობა და ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური, მათ შორის ამერიკული დაფინანსება. ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.
გახსოვთ დისკუსია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო, მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ უპირისპირდება, საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე როგორც დან რომ ხდებოდეს იგივე რამ. არავითარი განსხვავება არ არის, ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი უნდა იყოს ყველასთან მიმართებით დაცული და ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ. გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად, რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით რუსეთს და ამერიკას და ა.შ., ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისა და პირადად პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.