რეიტინგმა The World's 50 Best Hotels, განახლებული კვლევის შედეგები გააზიარა: სიაში შედის 2025 წლის საუკეთესო სასტუმროები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სია 2009 წლიდან არსებობს და შედგენილია ინდუსტრიის ექსპერტების ხმების საფუძველზე.
მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროდ ჰონგ-კონგში მდებარე Rosewood Hong Kong Hotel დასახელდა. შენობის ფანჯრებიდან ვიქტორიას ნავსადგურის მდიდრული პანორამული ხედი იშლება. შიგნით 11 რესტორანი და ბარია, მათ შორის მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი Chaat და The Legacy House, ასევე თანამედროვე ხელოვნების კოლექცია და Guerlain-თან თანამშრომლობით შექმნილი Asaya Spa.




