,,გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრებები კანონზე. შემაჯამებელი დასკვნები ასეთია…” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდრ ვენეციის დასკვნაზე წერს:
,,გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრებები კანონზე. შემაჯამებელი დასკვნები ასეთია:
1. კანონი პარლამენტმა მიიღო პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა ადგილს რეალური განხილვისა და არსებითი დიალოგისთვის. მან უგულვებელყო ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხული. კანონის მიღების პროცედურა არ აკმაყოფილებდა დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტს;
2. კანონის მუხლები შეუთავსებელია თანასწორობის, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან უფლებებთან. ის არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს;
3. უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად სახელდება, რეგისტრაციისა და ანგარიშგების რთული პროცედურები ძირს უთხრის ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობას, სანდოობასა და ეფექტიან ფუნციონირებას;
4. კანონი შეიცავს რისკს გააჩუმოს ის ორგანიზაციები და მედიები რომელებიც მთავრობას აკრიტიკებენ;
5. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რეგისტრაციის, რეპორტინგისა, მონაცემების საჯაროდ გამჟღავნების და ჯარიმებზე. არ არსებობს დამაჯერებელი ახსნა, რატომ არ არის საკმარისი საქართველოს კანონმდებლობაში აქამდე არსებული მექანიზმები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაშიც კი თუ გაჩნდება ასეთი არგუმენტები, ხელისუფლებამ უკვე არსებულ კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს ცვლილებები. ცვლილებების უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
საბოლოოდ ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს არსებული კანონის გაუქმებას.”

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება