გამოქვეყნდა ახალი რეიტინგი ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო ქვეყნების შესახებ

VisaGuide-მა გამოაქვეყნა ახალი კვლევა ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო მიმართულებების შესახებ.
რეიტინგის სისტემა მოიცავს ექვს ფაქტორს. მათ შორისაა ინტერნეტის სიჩქარე, საგადასახადო პოლიტიკა, შემოსავლის დონის მოთხოვნები, , გაქირავების ხარჯები და დანიშნულების ადგილის პოპულარობა ტურისტებში.
ამრიგად, ყველა ფაქტორთან შესაბამისობის დონის მიხედვით, პირველ ადგილზეა ესპანეთი, რომელიც გამოირჩევა პოპულარობით ტურისტებში.
ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო მიმართულებების ათეულშია:
ესპანეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
მონტენეგრო
ბაჰამის კუნძულები
უნგრეთი
კანადა
რუმინეთი
პორტუგალია
ბრაზილია
კიურასაო
წყარო: 34travel.me