გამოფენაზე „foire aux vins“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ბელგიის სამეფოს ქალაქ ლუზო-ინ-ეტში, ორდღიან გამოფენაზე „foire aux vins“ ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
„FOIRE AUX VINS“ ყოველწლიური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ფრანგული, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების ღვინოები. გამოფენის სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებსა და იმპორტიორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებულ 10-მდე ღვინოს.
2024 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი იყო 40-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე მსოფლიოს 19 ქვეყანაში: , საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, , ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, ჩინეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია და ლატვია.
ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზრებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს