ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის ბოლოს მსაჯთან საუბრის გამო გაფრთხილება მიიღო. უკვე დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ეს “კვარას” მესამე ყვითელი ბარათი იყო, რაც უეფას წესების თანახმად, შემდეგი თამაშის გამოტოვებას ნიშნავს.
რადგანაც შესარჩევში მეტი შეხვედრა არ გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფი არ ინიშნება, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერს “ერთა ლიგიდან” მონიჭებულ პლეი-ოფში ნახევარფინალის გამოტოვება არ ემუქრებოდა. გარკვეული დებულებები ორაზროვნად აღიქმება და ეჭვის საბაბს ეს იძლევა. მაგალითად, “ერთა ლიგა” დაარულდა, პლეი-ოფი კი, სადაც თამაშის საშუალება გვაქვს, ევროპის ჩემპიონატისაა და
არა “ერთა ლიგის”, შესაბამისად, შიში იმისა, რომ დისკვალიფიკაცია აქაც იმოქმედებებს, გულშემატკივრებში გაიზარდა. ჯერჯერობით, ინფორმაციას ვერც ვადასტურებთ და ვერც უარყოფთ – არ გვსურს, შეცდომაში შეგიყვანოთ. ამავდროულად, გვესმის, ძალიან აქტუალური საკითხია და მას გვერდს ვერ ავუვლით.
შეგახსენებთ, “ერთა ლიგიდან” ბოძებული პლეი-ოფის პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ლუქსემბურგის ნაკრებს (აზერბაიჯანთან შეხვედრის შანსებიც არსებობს) 2024 წლის მარტში, თბილისში დავუპირისპირდებით.
მე კვარას საქციელები ამ ბოლო დროს ძალიან არ მომწონს ! სულ ჩხუბობს კამათობს ხან მეტოქეებთან ხან მსაჯებთან @ რა დაემართა მაგ ბიჭს ? ასე უცბად რამ შეცვალა ?