სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატზე პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ის კარგ კონტექსტში არ არის:
“წმინდა მატრონას ხატი რამოდენიმე თვეა, რაც სამების საკათედრო ტაძარში მოაბრძანეს აღნიშნულმა ადამიანებმა. რაც შეხება გამოსახულებებს, თვითონ შემომწირველებმაც ახსნეს თუ რატოა დახატული. როგორც ტირანი, იმხელა იმპერიის მმართველი, რომელმაც თავი დაიმდაბლა და მივიდა ადამიანთან, რომელიც წმინდანია და აზრი ჰკითხა. რაზე უნდა გვქონდეს პოზიცია. თუ ცუდ კონტექსტშია ეს ადამიანი. მატრონა არის თუ არა წმინდანი? შევთანხმდეთ ამ თემაზე…ანუ არის წმინდანი და აქედან გამომდინარე, თუკი ისტორიულად ეს დახატულია სხვადასხვა ადგილზე და არანაირად არ არის კარგ კონტექსტში, რა პრობლემაა? ადამიანის აღქმის ამბავია რა, მეტი არაფერი” ამბობს არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.
სამების ტაძარს სტალინის გამოსახულებიანი ხატი პრორუსული “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა შესწირეს.