გამოსახლებისას დაკავებულების მხარდამჭერები თსუ-ის კანცელარიაში რჩებიან

სტუდენტებს, „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრებს და მოძრაობა „ხმის“ დაკავებული წევრების სხვა მხარდამჭერებს უკვე რამდენიმე საათია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული და უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ.
დემონსტრანტების თქმით, რექტორი სამუშია რამდენიმე მათგანს შეხვდა და უთხრა, რომ თსუ-ის სტუდენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება სხვა აუდიტორიაში, რაც კანცელარიას ყველანი დატოვებენ და „ძალადობას შეწყვეტენ“.
დემონსტრანტებმა ეს მოთხოვნა არ გაიზიარეს – ისინი ამბობენ, რომ კანცელარიაში სადისკუსიო სივრცე აქვთ მოწყობილი და მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.
რას აპროტესტებენ უნივერსიტეტში?
ყველაფერი დაიწყო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებით.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი – სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან სოციალურ საკითხებზე აქტიური მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.
კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.
გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ხასაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სახელმწიფოს მისი დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
თსუ-ში შეკრებილები რექტორისგან და უნივერსიტეტისგან ისინი ითხოვენ, გაავრცელონ ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი განცხადება.
„თავისუფლება კაკოს და გიორგის“, „დაუბრუნდეს ღირსება უნივერსიტეტს“ – სკანდირებენ ისინი.
დემონსტრანტები დაშლას არ გეგმავენ და კანცელარიაში დარჩენას აპირებენ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…