გამოსასყიდის გარეშე? – ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას

რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემა იტყობინება, რომ “ნაპოლიმ” ს პსჟ-ში გადასვლა დაბლოკა, მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს და ტრანსფერს ვეტო დაადო, რამეთუ კლუბი მისდამი ღრმა პატივისცემას გამოხატავს, არსად არ გაუშვებს და მინიმუმ ერთი სეზონით დაიტოვებს.
ახლა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველთან საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ივლისის ბოლომდე გეგმავს. სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ცნობით, შეხვედრა ფეხბურთელის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შედგება, მიზანი კონსესუსის მიღწევაა – “კვარას” ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას (აგრეთვე ოფციას 2030 წლამდე) და სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: დე ლაურენტისი აგენტთან და ხვიჩას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან ერთად განიხილავს, არის თუ არა საჭირო კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის თაობაზე პუნქტის შეტანა.
მაგარი აგდებული წინადადებაა. არაფრით არ უნდა მოაწეროს ხელი. ამას ჯობია 1 წელი კიდე მაგ ხელფასზე იყოს და დაიკიდოს და ისე ითამაშოს. ეგ სოფლის გუნდი ლიგაზე მაინც არაა და იტალიაში რაც არ უნდა ქნას მაგას ყველა სოფლის ჩემპიონატათ თვლის. მარტო ოლიმპიაკოსმა რაც უქნა ფიორენტინას ფინალში იმის გამო უნდა მოხიო იქიდან. იტალიის ჩემპიონატი ადრე კაი იყო. ახლა არის ჭ კლასი