გამოსავლის ძიებაში: რას ითვალისწინებს ზელენსკის ახალი კანონპროექტი

უკრაინის პრეზიდენტმა მ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილებებს შეეხება.
ში სამი დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 22 ივლისს მიღებული კანონის გამო, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების — უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) — უფლებამოსილებებს ზღუდავს და მათ გენერალურ პროკურატურას უქვემდებარებს. აღნიშნული ორგანოები 2015 წელს შეიქმნა. სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა აწარმოებს ანტიკორუფციული ბიუროს ზედამხედველობის ქვეშ არსებულ საქმეებს. 2019 წლიდან ფუნქციონირებს უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო, რომელიც არის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სპეციალიზებული სასამართლო НАБУ ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქმეების განსახილველად.
ვეტოს დადების მოთხოვნით მიმდინარე აქციისა და ევროკავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზელენსკიმ კანონს ხელი მოაწერა, თუმცა შემდეგ დააანონსა ახალი კანონპროექტის წარდგენა, რომლიც ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ნორმებს შეინარჩუნებდა.
პრეზიდენტის ინიციირებული კანონპროექტი უკვე გამოქვეყნდა რადას ვებ-გვერდზე.
კანონპროექტის თანახმად:
· გენერალურ პროკურორს ეკრძალება НАБУ-ს დეტექტივებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის სავალდებულო წერილობითი მითითებების მიცემა, НАБУ-ს საქმეების სხვა ორგანოებისთვის გადაცემა, გარდა საომარი მოქმედებების დროს ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში;
· გენერალური პროკურორის მოადგილე — САП-ის ხელმძღვანელი — ოფიციალურად განისაზღვრება САП-ის პროკურორების პროკურატურის ორგანოს უფროსად. САП-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხასიათის წერილობითი ბრძანებები გაიცემა გენერალური პროკურორის მოადგილის — САП-ის ხელმძღვანელის — სავალდებულო თანხმობით;
· НАБУ-ს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომის უფლებით სარგებლობენ, ექვსი თვის ვადაში ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ პოლიგრაფული შემოწმება, რომელიც ორგანიზებული იქნება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მიერ;
· НАБУ-ს უფლება ექნება, გადაიბაროს საქმეები სხვა ორგანოებისგან, თუ ისინი მის უფლებამოსილებაში შედიან. ამისათვის საჭირო იქნება НАБУ-ს დირექტორის გადაწყვეტილება და САП-ის პროკურორის დამტკიცება;
· САП-ის ხელმძღვანელს შეუძლია НАБУ-ს საქმეები გადასცეს სხვა ორგანოებს იმ შემთხვევებში, როდესაც НАБУ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს წინასასჯელო გამოძიების განხორციელებას;
· САП-ის პროკურორებს შეუძლიათ მისცენ წერილობითი მითითებები НАБУ-ს დეტექტივებს, იმ შემთხვევაში, თუ დეტექტივი უარს იტყვის, ამისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა;
· სამხედრო მდგომარეობის პერიოდში НАБУ-ს თანამშრომლებს ეკრძალებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, გარდა სამსახურებრივ მივლინებებისა;
· გენერალურ პროკურორს შეუძლია გადასცეს ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურო (БЭБ) საქმეები სხვა ორგანოებს.
ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის კანონპროექტი მომზადებაში და ის აღადგენს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის გარანტიებს.
ვერხოვნა რადას პრეზიდენტის კანონპროექტს, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ჰპირდება, 31 ივლისს განიხილავს.