გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ – გური სულთანიშვილი

„გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ. როდესაც შანტაჟის რაიმე ფორმას წაჰყვები, იქ მიშა სააკაშვილს რაც დაემართა დაახლოებით ის დაგემართება“-ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის გამოსავალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
„რამდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუნდაც, მე მახსოვს [გამჭვირვალობის] კანონს რომ ვიღებდით, 27 ქვეყნის ელჩი რომ დალაგდა ერთხმად და კანონზე, რომლებიც ზოგი თვითონ ჰქონდათ, ზოგი უფრო მძაფრი, FARA საერთოდ უფრო ძლიერი იყო ამ მიმართულებით, რას გვეუბნებოდნენ?! -ჩვენთვის შეიძლება, თქვენთვის არ შეიძლება. სტატუსის მინიჭების ამბავი, მოლდოვას და ს მიანიჭეს და ჩვენ მოგვანიჭეს პერსპექტივა. მსოფლიო ბანკის თუ სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებით, მმართველობის პარამეტრების და ინდიკატორების დათვლით, ყველა პარამეტრში ამ ორივე ქვეყანაზე წინ ვიყავით. ეს არის ცალსახად უსამართლობა“- განაცხადა გური სულთანიშვილმა.
Previous: აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად ფორმირდება. ჩვენ თვალწინ, მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა ხდება“ – ემუქრება თუ არა შვეიცარიელ ჟურნალისტს როჯერ კეპელს ევროკავშირის სანქციები

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა